ჯანმო-ს ხელმძღვანელი - პანდემიას მალე გადავლახავთ, თუ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, თუ არადა ჩვენთან ის ძალიან დიდხანს დარჩება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი აცხადებს, რომ თუკი ქვეყნები თავიანთ ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოიყენებენ, კოვიდ - 19-ის გლობალურ პანდემიას მსოფლიო მალე დაძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ის დიდხანს იარსებებს.

„თუკი ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, ჩვენ მის მალე დასრულებას შევძლებთ, თუ არადა - ის ჩვენთან ძალიან დიდხანს დარჩება,“- აღნიშნა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ხელმისაწვდომი მიმდინარე წლის ბოლოს, ან მომავალი წლის დასაწყისში გახდება.

ცნობისათვის, Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის 37 800 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელებულია 28 384 651 და დაღუპულია 1 082 254 ადამიანი.

იხილეთ ვიდეო: ჯანმო-ს ხელმძღვანელი - პანდემიას მალე გადავლახავთ, თუ ჩვენს ხელთ არსებულ საშუალებებს სწორად გამოვიყენებთ, თუ არადა ჩვენთან ის ძალიან დიდხანს დარჩება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა