ლევან რატიანი - თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კორონავირუსთან ბრძოლაში ერთვება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ კოვიდკლინიკის სტატუსით იმუშავებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებს კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

როგორც რატიანმა ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, მისი კლინიკა სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით ერთვება ვირუსთან ბრძოლაში.

“ყველა ის პაციენტი, რომელსაც სჭირდება კრიტიკულ მედიცინაში მკურნალობა, იმკურნალებს. მოგეხენებათ, ჩვენი კლინიკა თავიდანვე იყო ჩართული კოვიდკლინიკის ცენტრად, შემდეგ გადავკეთდით. მინისტრის ბრძანებით, კვლავ შეიცვალა ჩვენი კლინიკის სტატუსი, კვლავ გავხდებით კოვიდთან ბრძოლის ერთ-ერთი კლინიკა. გვაქვს 40-საწოლიანი რეანიმაცია. ახალშობილთა 18-საწოლიანი რეანიმაცია. სრული მატერიალური ტექნიკური ბაზით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა ერთვება კივიდთან ბრძოლაში”,- განაცხადა რატიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა