ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - დაახლოებით 40 ვაქცინა გვაქვს, რომლებიც კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგოდ დაახლოებით 40 ვაქცინაა, რომლებიც კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპზეა.

როგორც ორგანიზაციის მთავარმა მეცნიერთანამშრომელმა სუმია სვამინათანმა ბრიფინგზე განაცხადა, მათგან 10 კვლევის ბოლო ფაზაშია.

„როგორც იცით, დაახლოებით 40 ვაქცინა გვაქვს, რომლებიც კლინიკური ტესტირების სხვადასხვა ეტაპებზეა. მათგან ათმა დაიწყო კვლევის ბოლო, მესამე ფაზა, რომელიც მდგომარეობს ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში. ასე რომ, ყველაზე ადრე, რაც შეგვიძლია განვაცხადოთ, როდესაც გვექნება საკმარისი მონაცემები რეგულატორებისათვის წარსადგენად, 2020 წლის დეკემბერი-2021 წლის დასაწყისია“ , - განაცხადა სუმია სვამინათანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა