ილჰამ ალიევი - გათავისუფლებულ მიწებზე ქალაქებს გავაშენებთ და სამოთხედ გადავაქცევთ, იქ სიცოცხლე და ბავშვების სიცილი დაბრუნდება

ჩვენ გავაშენებთ ქალაქებს გათავისუფლებულ მიწებზე და ამ ადგილებს სამოთხედ გადავაქცევთ, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" დაწერა.

"ეს მიწები გაცოცხლდება, იქ სიცოცხლე და ბავშვების სიცილი დაბრუნდება. აზერბაიჯანის მოქალაქეები ღირსეულად იცხოვრებენ ამ მიწებზე",- დაწერა ალიევმა.

მისივე ინფორმაციით, დაიბომბა ქალაქი განჯა, რაც სომხეთის ფაშისტური პოლიტიკის გამოვლინებაა.

"დაბომბეს ქალაქი განჯა - საზარელი დანაშაული ჩაიდინეს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. ეს არის ფაშისტური პოლიტიკის კიდევ ერთი გამოვლინება, რომელსაც სომხეთის ხელმძღვანელობა ატარებს",- წერს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან არის ძალაში.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება