დავით ბაქრაძე - 31 ოქტომბერი არის ცვლილებების დღე, ცვლილებები და უკეთესი მომავალი, პირველ რიგში, ახალგაზრდობას სჭირდება

მნიშვნელოვანია, რომ ოქტომბრის არჩევნებმა პირველ რიგში გარდამტეხი ცვლილებები მოუტანოს ახალგაზრდებს და მათი ცხოვრება შეცვალოს უკეთესობისაკენ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, პარტიის ახალგაზრდა სპიკერთან, თათია ვახტანგაძესთან ერთად, მზიურის პარკში ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„31 ოქტომბერი არის ცვლილებების დღე და ცვლილებები და უკეთესი მომავალი, პირველ რიგში, სჭირდება ახალგაზრდობას. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ ქვეყანა უნდა წავიდეს წინ, რომ ქვეყანაში უნდა გაჩნდეს იმედი და პერსპექტივა, ქვეყანაში ახალგაზრდებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ ექნებათ სამსახური და არ დასჭირდებათ საქართველოდან წასვლა ოჯახის შესაქმნელად.

ეს ყველაფერი არის ის, რაც უნდა მოიტანოს 31 ოქტომბრის არჩევნებმა და პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ემსახურებოდეს ახალგაზრდების უკეთეს მომავალს. ამიტომ, ძალიან მოხარული და ამაყი ვარ, რომ დღეს ამდენი ახალგაზრდაა „ევროპულ საქართველოსთან“ ერთად და ეს არის ის გუნდი, ჩვენი ახალგაზრდული გუნდი, მხარდამჭერები, ვისაც უნდა უკეთესი, შეცვლილი და ევროპული საქართველო“, - განაცხადა ბაქრაძემ.

თათია ვახტანგაძემ ხაზი გაუსვა, რომ ახალგაზრდებთან კომუნიკაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტიებისთვის და დღეს სწორედ ასეთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდათ მათთან.

„მიხარია, რომ ამდენი ახალგაზრდაა დაინტერესებული პოლიტიკით, სწორი კომუნიკაცია ახალგაზრდებთან არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მათი აქტიურობა საარჩევნო პროცესში, რომელიც საკმაოდ დაბალია, გაიზარდოს.

სწორედ ამიტომ ვდგავარ „ევროპულ საქართველოსთან“, რადგან მათ იციან და აინტერესებთ რა აწუხებთ და რისი შეცვლა უნდათ ამ ქვეყანაში ახალგზარდებს,“- განაცხადა ვახტანგაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი