ლაშა ფარულავა - მიმდინარეობს ძალადობრივი საარჩევნო კამპანია, რაც არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს

მიმდინარეობს ძალადობრივი საარჩევნო კამპანია, რაც მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ აყენებს, - ამის შესახებ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატთან ლევან ხაბეიშვილთან და მისი შტაბის წევრთან ლევან ქართველიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის თავმჯდომარე ვასო ურუშაძე და სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორი ლაშა ფარულავა დღეს სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატთან ლევან ხაბეიშვილთან ერთად მისი შტაბის წევრს ლევან ქართველიშვილს შეხვდნენ, რომელსაც, 11 ოქტომბერს, ბახტრიონის ქუჩაზე თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

როგორც შეხვედრაზე ქართველიშვილმა განმარტა, ფიზიკური თავდასხმის მიზეზი გახდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 5-ნომრიანი მაისური, რომელიც მას ეცვა.

სამგორის მაჟორიტარობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ძალადობრივ საარჩევნო კამპანიას ხელისუფლება აქეზებს, რადგან დაუსჯელს ტოვებს ყველა მსგავს ფაქტს. „31 ოქტომბრის შემდეგ ლევან ქართველიშვილის მიმართ და სხვა პატიოსანი მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტები დაუსჯელი არ დარჩება,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

შეხვედრაზე „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“-ის სადამკვირვებლო პროგრამის დირექტორმა ლაშა ფარულავამ დაზარალებულს გამოკითხა მასზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის დეტალები და განაცხადა, რომ „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ აღნიშნული ინციდენტის შესახებ აუცილებლად აცნობებს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან ძალადობის ფაქტის გამოძების მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს.

“სამოქალაქო პლატფორმა 20/20” ცესკოს მიერ რეგისტრირებულია როგორც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაცია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მიმდინარე საარჩევნო პროცესს აკვირდება.

აღნიშნულ ინფორმაციას „სამოქალაქო პლატფორმა 20/20“ ავრცელებს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი