„სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

პრემიერ გიორგი გახარიასთან დებატების მოთხოვნით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ გიორგი გახარია დათანხმდეს გიორგი ვაშაძესთან დებატებს, რომელიც 15 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

„როგორც მოგეხსენებათ, ბედმა გიორგი გახარიას 15 ოქტომბერს გიორგი ვაშაძესთან დებატები არგუნა საზოგადოებრივ მაუწყებელზე. საზოგადოებას აქვს კითხვები გიორგი გახარიასთან, ის ვალდებულია გამოვიდეს და დაჯდეს დებატებში. კონკრეტული კითხვები გვაქვს მასთან. გვაინტერესებს გიორგი გახარიას პასუხები 20 ივნისის სისხლიან ღამესთან დაკავშირებით, ასევე მაგის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზეც, როდესაც მისი და მისი ხელქვეითების ბრძანებით პოლიცია რეპრესიებს ატარებდა ახალგაზრდების და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ“, - განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის" ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელმა ლაშა დიაროვმა.

შეგახსენებთ, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას დებატებში იწვევს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა