კახა კალაძე - კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით

ჩვენი პარტია, მისი წევრები, ერთგული მებრძოლები და მხარდამჭერები კიდევ ერთი გამარჯვებისთვის ვემზადებით, - ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ასპინძაში, ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობოს კანდიდატის ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის სტაბილური, მშვიდობიანი, დემოკრატიული და სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება.

„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ დღეს, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ჩვენი კულტურის გამორჩეულ ადგილას, ვარძიის უნიკალურ და ულამაზეს, ისტორიით სავსე, კლდეში ნაკვეთ ქალაქთან ვიმყოფები.

ჩვენმა ხალხმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს არჩევანი მზრუნველ, ეფექტურ ხელისუფლებასა და მოძალადე, ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის, არჩევანი უნდა გააკეთოს ხელმისაწვდომ განათლებას, ჯანდაცვას თუ მხოლოდ მცირე ჯგუფისთვის ხელმისაწვდომ საჯარო სიკეთეებს შორის, თავისუფალ მეწარმეობასა და დატერორებულ, დარეკეტებულ ბიზნესს შორის, ადამიანის უფლებების უმაღლეს სტანდარტსა და წამებას შორის, არჩევანი უნდა გავაკეთოთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალასა და ანტიეროვნულ, ანტისახელმწიფოებრივ, კრიმინალურ ძალებს შორის.

დიახ, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ მომავალზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალაა, ძალა, რომლისთვისაც მთავარი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაა, ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს წარსული და ყოველთვის ვაკეთებთ შედარებებს, რა იყო, რა მდგომარეობა იყო და სად ვართ დღეს. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ თუ როგორი გვინდა იყოს ჩვენი ქვეყანა, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოგვარდეს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები, გამოწვევები. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ჩვენი ერთად დგომა და ერთიანი ძალისხმევით ყველაფერი შესაძლებელია.

ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, ყოველდღიური წინგადადგმული ნაბიჯებით უნდა შევქმნათ ძალიან ბევრი წარმატების ისტორიები იმისთვის, რომ გავაძლიეროთ სოფლები, ქალაქები და გავაძლიეროთ ჩვენი ქვეყანა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა