გია ვოლსკი - არჩევნების შედეგად გვექნება საშუალება, შევქმნათ მთავრობა და ქვეყანა საჯიჯგნად იმ „კოალიციურ ძალებს“ არ მივცეთ, რომლებიც ერთმანეთთან მამა-სისხლად არიან დაპირისპირებული

ჩვენი მონაცემებით, არჩევნების შედეგად გვექნება საშუალება, შევქმნათ მთავრობა და ქვეყანა საჯიჯგნად იმ ე.წ. კოალიციურ ძალებს არ მივცეთ, რომლებიც ერთმანეთის მიმართაც მამა-სისხლად არიან დაპირისპირებული, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ აქვს მაღალი მაჩვენებელი, „რაც იმის საფუძველს იძლევა, რომ შიდა და გარე მწვავე გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანაში სტაბილურობა შენარჩუნდება“.

ამასთან, ვოლსკი Edison Research-ის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს და ამბობს, რომ „“მთავარი მკვლევარი და შემფასებელი არჩევნებში საზოგადოებაა“.

„არ ვენდობი ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ ჩატარებულ კვლევას. ამ ტელევიზიის დამფუძნებელი არის ადამიანი, ვინც პასუხები უნდა გასცეს საზოგადოებას განსაკუთრებით იმ თემაზე, რასაც ჰქვია ბრძოლის ველზე მიტოვებული ცხედრები და ზოგადად, მისი დამოკიდებულება ქართული პოლიტიკისადმი, „ნაციონალური მოძრაობისადმი“ - წარსული და დღევანდელი განწყობები“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა