თბილისის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო

დედაქალაქის მერიამ დენდროლოგიური პარკის პროექტირება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პროექტირების პირველი ეტაპი მოიცავს საველე პირობებში პარკის ბიომრავალფეროვნების კვლევას, რომლის საფუძველზეც დეტალური ლანდშაფტური პროექტი დამუშავდება.

მიმდინარე სამუშაოს თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროს გიგა გიგაშვილთან ერთად ადგილზე გაეცნო. მაია ბითაძის თქმით, დენდროლოგიური პარკის პროექტირება კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება დავიწყეთ - მიმდინარეობს დენდროლოგიური პარკის პროექტირება. ეს იყო კახა კალაძის წინასაარჩევნო დაპირება და იმედი გვაქვს, ძალიან კარგი პარკი გამოგვივა. აღდგება ის წყობა, რაც თავის დროზე, ამ პარკის დაგეგმარებისას იყო გათვალისწინებული, მათ შორის, ხელოვნური ტბა, სივრცეები ენდემური ნაირსახეობებით. ეს იქნება უნიკალური ადგილი დასასვენებლად თბილისელებისთვის, ხედით თბილისის ზღვაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 170 ჰექტარ ფართობზე, მოეწყობა სხვადასხვა ფუნქციური ზონები ისე, რომ არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი სრულად იქნება შენარჩუნებული. პროექტის დასრულება მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

საველე სამუშაოებზე ექსპერტები და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებოდნენ, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულნი პროექტირების პროცესში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი