ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გურიის რეგიონს „ცხელების ცენტრი“ დაემატა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გურიის რეგიონს „ცხელების ცენტრი“ დაემატა. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა,“ ცხელების ცენტრი“ მსუბუქი პაციენტების გარდა, მძიმე პაციენტების მიღებასაც შეძლებს.

„ გურიის რეგიონში „ცხელების ცენტრი“ დაემატა ურეკის „ემერჯენსის“ ბაზაზე, სადაც ამ ეტაპზე 21 საწოლი გვაქვს მობილიზებული. აქ უნიკალური და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ცხელების კლინიკას გარდა მსუბუქი და ცხელების პაციენტებისა მისი პროფილიდან გამომდინარე აქვს იმის რესურსი, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოს 4 მძიმე პაციენტი, რომელიც 24/48 საათის განმავლობაში ექიმების გადაწყვეტილებით იქნებიან გადაყვანილები სხვა კლინიკებში“,-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა