AREA.GE-მ ახალი პლატფორმა SUBSIDIREBA.GE შექმნა

AREA.GE - არის უძრავი ქონების პლატფორმა, რომელმაც მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შექმნა ახალი ვებ-გვერდი SUBSIDIREBA.GE. პლატფორმა აერთიანებს სახელმწიფოს ინიციატივით იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

„რას გთავაზობს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე დაასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

სად უნდა იპოვო ბინა, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირებისთვის საჭირო პირობებს?

AREA.GE-ზე წარმოდგენილია ყველაზე მეტი დეველოპერული კომპანიის გვერდი, შესაბამისი პროექტებით და ბინებით. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დაათვალიეროს კონკრეტულად იმ ბინების 3 000-მდე განცხადება, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირების პროგრამაში ჩართვის პირობებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პლატფორმაზე ხელმისაწვდომია დეველოპერების განსაკუთრებული შეთავაზებები.

როგორ უნდა მოითხოვო სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?

AREA.GE-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში პლატფორმიდან მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დისტანციურად გააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვა. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება მომხმარებელს და დაასრულებს იპოთეკური სესხის აღების პროცედურას“, - აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციაში.

AREA.GE-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელის სალომე ტყეშელაშვილის თქმით, COVID-19-ის პოსტპანდემიურ პერიოდში, მნიშვნელოვანია ციფრული პროცესების წახალისება.

„თანამედროვე სამყაროში, როცა დრო ძალიან აჩქარებულია მნიშვნელოვანია პროცესების ოპტიმიზაცია და შეძლებისდაგვარად ციფრულ სამყაროში გადატანა. სწორედ ეს იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ინსპირაცია, როცა AREA.GE-ს შექმნა დავიწყეთ. ჩვენ შევძელით შეგვეცვალა მომხმარებლის ქცევა და ბინის ძიების პროცესი ციფრული მოწყობილობების ეკრანებთან გადმოგვეტანა. დღეს, განსაკუთრებით COVID-19-ის პოსტპანდემიურ პერიოდში, მნიშვნელოვანია ციფრული პროცესების წახალისება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პოპულარიცაზიისთვის შევქმენით ეს პლატფორმა, რომელიც ვფიქრობ სრულყოფილად მოიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც ცხადია მომხმარებლებს განსაკუთრებით გაუმარტივებს უძრავი ქონების ძიებისა და იპოთეკური სესხის აღების გრძელ პროცესს“ - აცხადებს სალომე ტყეშელაშვილი.

ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ AREA.GE - დაახლოებით ორი წლის წინ საკმაოდ ბევრი სიახლით გამოჩნდა ბაზარზე. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული, ინოვაციური და უპრეცედენტო ინიციატივა იყო მომხმარებლებისთვის ინდივიდუალური იპოთეკური სესხის შეთავაზება და სესხის მოთხოვნა დისტანციურად. ამ პროექტის ფარგლებში ჯამში გაცემულია ათასობით იპოთეკური სესხი.

„მნიშვნელოვანია, რომ გრძელდება ამ ახალი პროდუქტის განვითარების პროცესი. ამ ეტაპზე აქტიურად მიდის მოლაპარაკებები სხვადასხვა კომერციულ ბანკებთან, მათი პლატფორმაზე ინტეგრაციის მიზნით, რათა მომხმარებელმა შეძლოს SUBSIDIREBA.GE-დან მისთვის სასურველ კომერციულ ბანკში იპოთეკური სესხის მოთხოვნის გაგზავნა დისტანციურად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო