მევლუთ ჩავუშოღლუ - საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, სადაც საერთაშორისო საზოგადოება აშკარად უჭერს მხარს თბილისსა და კიევს, მთიანი ყარაბაღის საკითხში აგრესორის მწვავე კრიტიკა არ ხდება

საქართველოსა და უკრაინისგან განსხვავებით, სადაც საერთაშორისო საზოგადოება აშკარად უჭერს მხარს თბილისსა და კიევს, მთიანი ყარაბაღის საკითხში აგრესორის, სომხეთის, მწვავე კრიტიკა არ ხდება, - თურქული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ შვედ კოლეგასთან, ან ლინდესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნა სომხეთისა და აზერბაიჯანის მიერ მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გონივრულია, თუმცა ამავე დროს, მსოფლიოს ქვეყნებმა სომხეთს უნდა მოუწოდონ, აზერბაიჯანის ტერიტორია დატოვოს.

მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ანკარა აზერბაიჯანს მხარს ნებისმიერ ვითარებაში დაუჭერს, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკებების მაგიდასთან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა