სპეციალური პენიტენციური სამსახური - კოვიდ-19 დაუდასტურდა ბრალდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არ ყოფილა

12 ოქტომბერს, კოვიდ-19 დაუდასტურდა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეს, ბრალდებულ ა.გ.-ს, რომელიც აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 ოქტომბერს, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შემდეგ, პოლიციის თანამშრომლებმა იგი სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკარანტინო სივრცეში მიიყვანეს.

„ვინაიდან ბრალდებული აჭარის რეგიონში დააკავეს, იქ არსებული მწვავე ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, მას პენიტენციური დაწესებულების პერიმეტრის გარეთ გაუკეთდა ანტიგენ-ანტისხეულზე სწრაფი ტესტი, რომელმაც დადებითი პასუხი აჩვენა. ამის გამო პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის რეკომენდაციით, ა.გ. პოლიციის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ გადაიყვანეს სამოქალაქო სექტორის შესაბამის კლინიკაში, სადაც მან PCR ტესტირება გაიარა და მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს კოვიდ-19 დაუდასტურდა. აღსანიშნავია, რომ ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 11 ოქტომბრიდან ბრალდებული სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მოთავსებისთანავე აყვანილი იქნა ელექტრონული სამაჯურით კონტროლზე, რათა მასთან კლინიკაში პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრების ყოფნა არ ყოფილიყო საჭირო. შესაბამისად, ბრალდებული არათუ პენიტენციურ დაწესებულებაში არ ყოფილა მოთავსებული, არამედ პენიტენციური სისტემის თანამშრომლებთანაც არ ჰქონია შეხება“, - ნათქვამია პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. .

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი