გიორგი სიორიძე - „ქართული ოცნება”  სოციალურ დახმარებას პოლიტიკური შეხედულების მიხედვით გაცემს

„ლელოს” გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, გიორგი სიორიძის განცხადებით, შემწეობის იმედად დარჩენილ მოსახლეობას ხელისუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მათთვის გასაცემ შემწეობას მხოლოდ პოლიტიკური განწყობის მიხედვით საზღვრავს. ამის შესახებ სიორიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„დღეს ჩვენ გამოვეხმაურეთ იმ კატასტროფულ ვითარებას, რომელიც არის გურიის რეგიონში. არის სრული ქაოსი და განუკითხაობა, არსებობს არასწორი რეგულაციები მიზნობრივი სოციალური დახმარების განაწილებასთან დაკავშირებით. მოსახლეობის თითქმის 20% არის დამოკიდებული სოციალურ შემწეობაზე და ამას “ქართული ოცნება” იყენებს პოლიტიკურ ინსტრუმენტად, მათი საარჩევნო მიზნების მისაღწევად,”-განაცხადა სიორიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა