თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კოვიდ-19-ის პრევენციის მიზნით შექმნილი 5 მობილური ჯგუფიდან 1 აჭარაში გაემგზავრება, 1 იმერეთში, ხოლო სამი თბილისში დარჩება

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, COVID19-ის პრევენციის მიზნით, შეიქმნება 5 მობილური ჯგუფი, რომელთაგან ერთი ჯგუფი წავა აჭარაში, ერთი იმერეთში, ხოლო დანარჩენი სამი კი თბილისში დარჩება. როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მობილური ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა ჯანდაცვის მინისტრისა და გაფართოებული კლინიკური ჯგუფის შეხვედრაზე. თენგიზ ცერცვაძის განმარტებით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, რაც გულისხმობს იმას, რომ მოხდა არსებული გაიდლაინის ხელახლა გავლა, მისი თანამედროვე მოთხოვნების და მონაცემების განახლება. ცერცვაძის თქმით, ამის შესახებ მონაცემები მალე გამოქვეყნდება.

„გადაწყდა 5 მობილური ჯგუფის ბრიგადის შექმნა, რომლის შემადგენლობაში შევა ერთი ინფექციონისტი, ერთი წამყვანი რეანიმატოლოგი და სამინისტროს ერთი წარმომადგენელი, ოფიციალური პირი. გარდა ამისა ორ ჯგუფში დამატებულია რამდენიმე პრაქტიკოსი ექიმი, ვისაც ყველაზე დიდი გამოცდილება აქვს კოვიდის კუთხით. ახლა, ამ ხუთი ჯგუფიდან ერთი გაემართება აჭარაში. ეს ჯგუფი იქნება გაფართოებული. ინფექციონისტის, რეანიმატოლოგის და სამინისტროს წარმომადგენლის გარდა, იქ იქნება სამი ახალგაზრდა ექიმი, რომ იქ ადგილზე პრაქტიკულად მუშაობაში დაეხმაროს. მეორე ჯგუფი წავა ქუთაისში, სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას ქუთაისი. კოვიდმიმღები არის თერჯოლა. თერჯოლა პატარა რაიონია და მათ სერიოზული პასუხისმგებლობა აიღეს თავზე, რომლებსაც დახმარება და მხარდაჭერა სჭირდებათ. ხოლო სამი ჯგუფი იმუშავებს თბილისში. ამ ჯგუფს ექნება შერეული ფუნქცია. ერთი, ის გააკეთებს აუდიტს, ამა თუ იმ კლინიკის ძლიერ და სუსტ მხარეებს შეაფასებს, ვის, სად უჭირს და ვის, სად არ უჭირს. შემდეგ ამაზე სამინისტრო მოახდენს რეაგირებას, სად, რა რგოლი გააძლიეროს.

მეორე - ის არ შემოიფარგლბა მხოლოდ აუდიტის ფუნქციით, არამედ გაუწევს პრაქტიკულ დახმარებას. იმიტომ, რომ ამ ჯგუფის წევრები არიან პრაქტიკოსი ექიმები, უდიდესი გამოცდილებით. ისინი დახმარებას ადგილზე გაუწევენ. ამის საჭიროება გვიჩვენა ბოლო 2-3 კვირის ტენდენციამ, როცა ფიქსირდებოდა შემთხვევების ზრდაც. ერთეული შემთხვევების, მაგრამ მაინც სიკვდილობის ზრდა. მე იმედი მაქვს რომ შედეგს იგრძნობს საქართველო, სულ, რაღაც ერთ კვირაში“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა