ლევან კობერიძე - კორონავირუსის მართვაში თუ გინდა შედეგი მიიღო, ორი ნაბიჯით უნდა უსწრებდე წინ,  ჩვენ სამი ნაბიჯით ჩამოვრჩებით

კორონავირუსს ახასიათებს, რომ თუ გინდა რამე შედეგი მიიღო, ორი ნაბიჯით უნდა უსწრებდე წინ. ჩვენ, რეალურად, სამი ნაბიჯით ჩამოვრჩებით, არა თუ ვუსწრებთ. ეს არის სისტემის და მართვის არცოდნის თემა , - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ განაცხადა.

როგორც კობერიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ აღნიშნა, დღეს საქართველოში პანდემიის მართვის სისტემა ჩამოშლილია.

„მე პირველ ჩაკეტვას მხარი დავუჭირე, მაგრამ, როგორც კი დავინახე, რომ რეალურად, ეს ჩაკეტვა არ იყო იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტორი მომზადებულიყო და იყო ჩაკეტვა ჩაკეტვისთვის, მას შემდეგ ვამბობ და ვაფიქსირებ ყველა იმ პრობლემას, რომელიც სწორედ ეპიდემიის მართვასთანაა დაკავშირებული. როგორც კი მართვა დაგვჭირდა, იქ გამოჩნდა, რომ დღეს ჩვენ ჯანდაცვის სისტემა არ გვაქვს. ეს არის დღეს სამინისტროს ყველაზე დიდი პრობლემა. როგორც კი მართვა დაგვჭირდა, მაშინვე დავინახეთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ვერ უმკლავდება იმ პრობლემებს, რასაც ჰქვია ეპიდემიის მართვა, კლინიკების მომზადება, პირველადი ჯანდაცვის სექტორის მომზადება, წვრთნა და აღჭურვა. ელემენტარულად, მონაცემების დამუშავებაც კი არ ხდება სწრაფად და ოპერატიულად. მე ვფიქრობ, რომ ეპიდემიის მართვა დღეს საქართველოში ჩავარდნილია“, - განაცხადა კობერიძემ.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ინფექციონისტების გარდა, სხვა მედპერსონალიც უნდა დაეტრენინგებინა.

„საწოლი თავისთავად არაფერს არ ნიშნავს, თუ იმ საწოლს არ ჰყავს მომსახურე პერსონალი. სულ 300-მდე ინფექციონისტი გვყავს. ახლავე უნდა იყოს დატრენინგებული მომიჯნავე სპეციალისტები, მაგალითად თერაპევტები, სოფლის ექიმები, ოჯახის ექიმები, რომლებიც უნდა იყვნენ იმისთვის გადამზადებულები, რომ იმ 3000 საწოლს მოემსახურონ. ეს რეესტრიც კი არ არის გაკეთებული იმაზე, რომ აღარაფერი ვთქვა, რომ 47 მილიონის გამოყოფა საწოლფონდების დაქირავებისთვის ან კორუფციული გარიგებაა წინასწარ ან უბრალოდ ფლანგვა და ორივე სისხლის სამართლის დანაშაულია“,- განაცხადა კობერიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა