მიხეილ სააკაშვილი - უნდა ვიცოდეთ, რომ გამარჯვება იქნება გარდაუვალი, თუ არჩევნებზე 55%-ზე მეტი მოვა - ხალხს უნდა დავაჯეროთ, რომ აზრი აქვს არჩევნებზე მოსვლას

მინდა ვუთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის სიის ყველა წევრს, ყველა ჩვენ აქტივისტს და ლიდერს - გავიშალოთ რეგიონებში, შევქმნათ ჯგუფები. მთავარი ამოცანაა ხალხს ვუთხრათ, რომ არჩევნებზე მოსვლას აქვს აზრი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის გამარჯვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება გარდაუვალი, თუ არჩევნებზე 55%-ზე მეტი ხალხი მივა.

,,სულ ცოტა დრო გვაშორებს გამარჯვებასთან და დარწმუნებული ვარ, ამ გამარჯვებაში ბევრი ფაქტორის გამო. ოღონდ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი გამარჯვება იქნება გარდაუვალი თუ არჩევნებზე მოვა 55%-ზე მეტი ხალხი. მათ აქვთ მინიმუმი ადმინისტრაციული რესურსი, ვინც ხმას აძლევს, პლიუს მოსყიდვა, ეს საშუალება აქვთ დარჩენილი, სხვა აღარავინ აძლევს ხმას, მაგრამ იმისათვის, რომ ეს განეიტრალდეს, ჩვენ გვჭირდება, რომ მოვიდეს ამომრჩევლების 55%-ზე მეტი. დაახლოებით იმდენივე, რამდენიც მოვიდა საპრეზიდენტო არჩევნებზე. ამისათვის, ხალხს უნდა დავაჯეროთ, რომ აზრი აქვს არჩევნებზე მოსვლას, ისინი კი ყველაფერს გააკეთებენ, რომ პირიქით დააჯერონ.

მოიგონეს ყალბი ისტორიები, კიდევ აპირებენ რაღაც ჩანაწერების გამოყრას, მაგრამ იმისათვის, რომ ხალხი მოვიდეს ახლა უნდა გავიშალოთ.

მინდა, ვუთხრა „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანი ოპოზიციის სიის ყველა წევრს, ყველა ჩვენ აქტივისტს და ლიდერს გავიშალოთ რეგიონებში, შევქმნათ ჯგუფები. მთავარი ამოცანაა ხალხს ვუთხრათ, რომ არჩევნებზე მოსვლას აქვს აზრი, ეს არის ერთადერთი გზა სიტუაციის მკვეთრად შეცვლის. მათ შორის, კოვიდის სიტუაციის გამოსწორების, ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორების, ქვეყანაში სამართლიანობის დაბრუნების და ყველა იმ საკითხის გადაწყვეტის, რაც თითოეულ ადამიანს აღელვებს. ამიტომ გთხოვთ, ძალიან კარგად მუშაობთ, მაგრამ ახლა საბოლოოდ უნდა მივიყვანოთ ეს საქმე ბოლომდე და არაფერი არ შეგვეშალოს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა