სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის საარტილერიო-სარაკეტო დაბომბვას 4 მიმართულებით განაგრძობს

აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის 4 მიმართულებით საარტილერიო-სარაკეტო დაბომბვას განაგრძობს, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყების პრესსპიკერი შუშან სტეპანიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.

„საარტილერიო ბრძოლები სხვადასხვა მიმართულებითა და ინტენსივობით გრძელდება. დილით აზერბაიჯანმა სამხრეთის, სამხრეთ-აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ მიმართულებებით სარაკეტო-საარტილერიო დაბომბვა განაახლა,“- წერს სტეპანიანი.

დილით ინფორმაცია გაავრცელა აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებამაც და სომხური მხარე ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რაიონების დაბომბვაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც მხარეებმა მოსკოვში მიაღწიეს და ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა.

იხილეთ ვიდეო: აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის საარტილერიო-სარაკეტო დაბომბვას 4 მიმართულებით განაგრძობს - სომხეთის თავდაცვის უწყება

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი