ამირან გამყრელიძე - ადამიანებს, ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, მოვუწოდებ, რომ პირბადით შევიდნენ - ჩვენ გვაქვს რამდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების შემთხვევები

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს რომლებიც დღეს ტაძარში მიდიან მოუწოდებს, პირბადე გამოიყენონ. მისივე თქმით, ტაძარში ინფექციის გავრცელების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

რაც შეეხება ღია სივრცეში პირბადის ტარებას, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ აქაც მათი მოწოდებაა პირბადის გამოყენება, თუმცა, ეს სავალდებულო ვერ გახდება და ადამიანებს ვერ დააჯარიმებენ ღია სივრცეში.

„ყოველთვის ვარ რაღაც ბალანსის მომხრე, სავალდებულო იმას ნიშნავს, რომ გარეთაც ადამიანი უნდა დააჯარიმო, ამას აკეთებს ზოგიერთი ქვეყანა, მაგრამ ჩვენ ამას ვერ შევძლებთ, გარეთ ადამიანს ვერ დავაჯარიმებთ, მხოლოდ მოვუწოდებთ, ანუ შოლტის პრინციპი არ უნდა მუშაობდეს ყოველთვის, თვითშეგნებაა ჩვენი და როცა გეუბნებით, რომ გვაქვს ზრდა და ამ ეტაპზე ამ ზრდის შემცირება შეუძლია პირბადეს, მოდი, გამოვიყენოთ ყველამ პირბადე. დღეს დიდი დღესასწაულია სვეტიცხოვლობა, ადამიანებს ვინც დღეს ტაძრებში მიდიან, მოვუწოდებ, რომ პირბადით შევიდნენ ტაძრებში და იყვნენ ტაძარში პირბადით,“- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

კითხვაზე, ხშირ შემთხვევაში ტაძარში დაცული არ არის დისტანცია და ეს რამდენად უწყობს ხელს ინფექციის გავრცელებას, გამყრელიძე პასუხობს -„უნდა იყოს დაცული, უწყობს ხელს“.

„არ დავასახელებ, თუმცა, იცით, რომ ჩვენ უკვე გვაქვს შემთხვევები რამოდენიმე ტაძარში ინფექციის გავრცელების,“- განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო: ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ტაძარში ინფექციის გავრცელების რამდენიმე შემთვევა არსებობს

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის