ამირან გამყრელიძის განცხადებით, თბილისში, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია, მათ ოჯახის სხვა წევრები დააინფიცირეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, "ოქროს ბირჟის" კლასტერმა 100 ადამიანის ინფიცირება გამოიწვია.

ამასთან, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში ინფიცირების შემთხვევების ზრდას ვირუსის შიდა გავრცელებამაც შეუწყო ხელი.

"თბილისში გვქონდა "ოქროს ბირჟის" კლასტერი, რომელმაც დაახლოებით 100 ადამიანი ინფიცირება გამოიწვია და ამ 100-მა ადამიანმა ოჯახის სხვა წევრები დააინფიცირა და ასე შემდეგ. მაგრამ, იმის თქმა, რომ მხოლოდ ამ კლასტერმა მისცა ვირუსის გავრცელებას სტიმული, ასეთი რამ არ არის. ქვეყანაში ვირუსის შიდა გავრცელებაა, ამიტომ ვამბობ რომ ნაკლები შეკრებები იყოს", - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა