ამირან გამყრელიძე - კოვიდ-19 იქნება უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი - ეს 4 ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს

კოვიდ-19 იქნება კიდევ უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვენელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

გამყრელიძის თქმით, არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კოვიდ-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში სერიოზული პანდემიაა და ვაქცინამდე და ეტიოტროპულ წამლამდე, დაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ პირბადეა.

„არასწორია მოარული აზრი, რომ მსოფლიოში კორონავირუსი არ არსებობს, მოგონილია, არის სურდოსავით და მალე გაივლის. არ არის ეს სწორი. სერიოზული დაავადებაა და მილიონი ადამიანი უკვე შეიწირა. არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ მილიონი იქნება... ეს იქნება კიდეც უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი - ეს ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა