მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, არასწორია იმის თქმა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის კლინიკაში გადაყვანას ხელს საპატრიარქო უშლიდა და ის რამეშია დამნაშავე

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტის, მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, იმის თქმა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის კლინიკაში გადაყვანას ხელს საპატრიარქო უშლიდა და ის რამეშია დამნაშავე, არასწორია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კანონმდებლობაში ნათლად წერია ჯანმრთელობის როგორ შემთხვევაში, სახელმწიფო როგორ რეაგირებს.

„სხვის ნათქვამზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. არასწორია იმის თქმა, რომ საპატრიარქო რამეშია დამნაშავე. მე ბევრჯერ მქონია შემთხვევა, როცა მივმართე ხელისუფლებას, რომ ავადმყოფი პატიმარი ან საავადმყოფოში გადაეყვანათ ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაეთავისუფლებინათ. სხვა საკითხებში ვერ ვიტყვი, მაგრამ ამ თემაზე ჩვენს ქვეყანას აბსოლუტურად მტკიცედ ჩამოყალიბებული კანონმდებლობა აქვს ჯანმრთელობის როგორ შემთხვევაში როგორ რეაგირებს, რადგან, პირველ რიგში, მათ ინტერესებშია, რომ პატიმარს რამე არ დაემართოს", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კვლევების ჩასატარებლად პენიტენციური დაწესებულებიდან ერთ-ერთ კლინიკაში ხვალ გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ძმამ თორნიკე მამალაძემ განუცხადა. როგორც მამალაძე განმარტავს, მისი ძმის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა