არჩილ თალაკვაძე - ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ბატონი კუბილიუსის კომენტარით და იმედი მაქვს, განმარტებას გააკეთებს

ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ დავით გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დავით გარეჯთან დაკავშირებით ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის მოსაზრების შეფასებისას განაცხადა.

ის იმედოვნებს, რომ ანდრიუს კუბილიუსი თავის განცხადებებზე განმარტებებს გააკეთებს.

„მინდა ბატონი კუბილუსის განცხადებას გამოვეხმაურო. როგორც ვნახე, მან თქვა, რომ დავით გარეჯის თემა, რომელიც დღეს საზოგადოებისთვის საინტერესოა, სასაცილოაო. ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო. პირადად, გაოცებული ვარ ამ კომენტარით. ადამიანი, რომელიც ევროსტრუქტურებს წარმოადგენს, ასეთი დამოკიდებულებით საუბრობს ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე, რაც ჩვენთვის მიუღებელია. დავით გარეჯი არასდროს და ვერასდროს იქნება სასაცილო. ჩვენთვის იმ პოლიტიკოსის შეფასება, რომელიც ევროსტრუქტურას წარმოადგენს და ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საკითხს ასეთ შეფასებას აძლევს, ეს კატეგორიულად მიუღებელია. ყოველთვის, როდესაც მომავალში შეხვედრები გვექნება ევროპარლამენტსა თუ სხვა ევროპულ ფორმატებში, რა თქმა უნდა, ამასთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას დავაფიქსირებთ. იმედი მაქვს, რომ ბატონი კუბილიუსი თავის განცხადებებზე განმარტებებს გააკეთებს. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ დავით გარეჯის და ნებისმიერი ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის საკითხი სასაცილოდ მოიხსენიოს“,-აცხადებს თალაკვაძე.

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დავით გარეჯის საქმეს ეხმაურება და წერს: „საქართველოს ხელისუფლებამ "აზერბაიჯანისთვის მიწის უკანონო გადაცემისთვის" ორი საჯარო მოხელე დააკავა. შენიშვნისთვის - აღნიშნული მოვლენები ჯერ კიდევ 2007 წელს მოხდა. სასაცილოა. "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ოპოზიციას იმის გამო ადანაშაულებს, რომ რეალური პრობლემებიდან - პანდემიის მიმართ ცუდი რეაგირებისა და შეჩერებული ეკონომიკისგან - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანოს“.

იხილეთ ვიდეო:

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა