სერგი კაპანაძე - ბატონი თალაკვაძის ვითომ გაბრაზება, სინამდვილეში ურცხვად მორიგი პროპაგანდის ტალღის აგორებაა

თალაკვაძის ვითომ გაბრაზება, მორიგი პროპაგანდის ტალღის აგორებაა, თითქოს ჩვენმა მეგობარმა კუბილიუსმა თქვა, რომ დავით გარეჯზე საუბარი სირცხვილია, - ამის შესახებ ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ სირცხვილია ივანიშვილის და მისი „კლოუნების“ კასტის ჩაბმა ამ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში.

„მე ვნახე ბატონი თალაკვაძის ვითომ გაბრაზება, სინამდვილეში კი ურცხვად მორიგი პროპაგანდის ტალღის აგორება, რომ თითქოს ჩვენმა მეგობარმა კუბილიუსმა თქვა, რომ დავით გარეჯზე საუბარი არის სირცხვილი. ამ დროს ბატონი კუბილიუსი საუბრობს იმაზე, რომ ორი საჯარო მოხელის დაპატიმრება და მათთვის დაბრალება, რომ ტერიტორიები გადასცეს სხვა ქვეყანას და ყურადღების გადატანა ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან ამ ვითომ გარე საკითხზე, ეს არის სირცხვილი.

მართლა სირცხვილია, რომ ივანიშვილი და მის ირგვლივ არსებული „კლოუნების“ მთელი კასტა ჩაება ამ ანტისახელმწიფოებრივ პროპაგანდაში, წირავენ ორ უდანაშაულო ადამიანს და აზიანებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ერთადერთი მიზნით, რომ თვითონ გაიხანგრძლივონ ხელისუფლება“, - განაცხადა კაპანაძემ.

ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს, ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადების კომენტირებისას განაცხადა, რომ დავით გარეჯის საკითხი სასაცილო არ არის.

"ჩვენთვის დავით გარეჯი ნამდვილად არ არის სასაცილო, გაოცებული ვარ ბატონი კუბილიუსის კომენტარით და იმედი მაქვს, განმარტებას გააკეთებს",- აღნიშნა თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო: ბატონი თალაკვაძის ვითომ გაბრაზება, სინამდვილეში ურცხვად მორიგი პროპაგანდის ტალღის აგორებაა - სერგი კაპანაძე

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა