ზურაბ ჭიაბერაშვილი თელავში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში, ზურაბ ჭიაბერაშვილი თელავში ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ევროპული საქართველოდან“ აცნობეს.

ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების როლი არჩევნებში უმნიშვნელოვანესია, რათა არჩევნები მშვიდობიან, დემოკრატიულ და თანასწორ გარემოში ჩატარდეს.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გამკაცრებულ რეგულაციებსა და სადამკვირვებლო მისიების შეზღუდულ რაოდენობაზე.

ჭიაბერაშვილის თქმით, ამ პირობებში დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების ჩართულობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა