ილჰამ ალიევი - ჩვენს არმიას თავისი მიწების დამოუკიდებლად გათავისუფლების უნარი აქვს

ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ყველა თანათავმჯდომარე ნეიტრალური უნდა იყოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ტელეარხ France 24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი მხარს უჭერს საფრანგეთის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ საფრანგეთი, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე, ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალურობას შეინარჩუნებს.

„მომაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საფრანგეთი მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეა და ამის გამო ის ნეიტრალური უნდა იყოს. ჩვენ ამ პოზიციას ყოველთვის მხარს ვუჭერდით და ჩვენი პოზიცია ყოველთვის იყო ის, რომ ყველა თანათავმჯდომარე ნეიტრალური უნდა იყოს,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანს ჰყავს ძლიერი არმია, რომელიც ამტკიცებს იმას, რომ საკუთარი მიწების გათავისუფლება დამოუკიდებლად შეუძლია.

„ჩვენ გვყავს არმია 100 ათასზე მეტი მებრძოლით და რასაც ახლა ვაკეთებთ, იმის დემონსტრირებაა, რომ ჩვენს არმიას თავისი მიწების დამოუკიდებლად გათავისუფლების უნარი აქვს, ”- განაცხადა ალიევმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა