ალეკო ელისაშვილმა პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ სიის პირველი ათეული წარადგინა

ალეკო ელისაშვილმა პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ პროპორციული საპარლამენტო სიის პირველი ათეული წარადგინა.

პარტიის სიის პირველი ნომერი თავად ალეკო ელისაშვილია. მეორე - ლევან იოსელიანი, მესამე - ქეთევან თურაზაშვილი, მეოთხე - გენრი დოლიძე, მეხუთე - ივანე ნორაკიძე, მეექვსე - ფატი ბარჯაძე, მეშვიდე - სულხან ნამჩევაძე, მერვე - გიორგი გაბაიძე, მეცხრე - ნატო კირვალიძე და მეათე გიორგი რეხვიაშვილი იქნება.

ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის პარტია, რომელიც უსმენს ხალხს.

"ჩვენ დღეს წარვადგინეთ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ათეული. ჩვენი მთავარი დაპირება არის ის, რომ ჩვენ 24 საათის განმავლობაში მოვუსმენთ ხალხს არჩევნების შემდეგაც . ჩვენ გვინდა ახალი პოლიტიკური რეალობა შევთავაზოთ ხალხს. პოლიტიკოსები გამოკეტილი ცხრაკლიტულებიდან და შავი ჯიპებიდან კი არ უნდა უყურებდნენ ხალხს, არამედ უნდა უსმენდნენ ჩვეულებრივ რიგით ადამიანებს და თავადაც ჩვეულებრივი რიგითი ადამიანების ცხოვრებით და პრობლემებით უნდა ცხოვრობდნენ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პარტია „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქების“ ათეულის ყველა წევრმა ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა და ყველა მათგანმა საკუთარ მისასალმებელ სიტყვაში, ხაზი გაუსვა, რომ 24 საათის განმავლობაში, მზად არიან მოსახლეობის ზარებს უპახონ და მათი პრობლემების მოსაგვარებლად, საპარლამენტო ტრიბუნა მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენონ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა