გია ჟორჟოლიანი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

“მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეაჩეროს დაანონსებული სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყება უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში და ვაფრთხილებთ მთავრობას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სხვა სახელისუფლო უწყებებს მაქსიმალურად უზრუნველონ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და დაცვა საარჩევნო პერიოდში - განაცხადა ,,სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ ლიდერმა გია ჟორჟოლიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მძიმე ეპიდემიური სიტუაცია ხელს უშლის როგორც ნორმალურ სამოქალაქო ცხოვრებას, ისე საარჩევნო პროცესს.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულია 919 ადამიანი, ამათგან 366 მოქალაქე- თბილისში. ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ინფიცირებულ მოქალაქეთა რიცხვი 42-ს აღწევდა, რომ დაგვეცვა უსაფრთხოების მაქსიმალური ზომები, რათა სიტუაცია უმართავი არ გამხდარიყო. სამწუხაროდ, ჩვენი მოლოდინი გამართლდა. მძიმე ეპიდემიური სიტუაცია ხელს უშლის როგორც ნორმალურ სამოქალაქო ცხოვრებას, ისე საარჩევნო პროცესს. განსაკუთრებით ზარალდებიან ისეთი პარტიები, რომლებსაც არ აქვთ საკუთარი ტელევიზიები და არ ახდენენ ამომრჩეველთა მანიპულაციას ელექტრონული მედიის საშუალებით. 1. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას შეაჩეროს სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყება უმაღლეს და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. 2. ადამიანთა სიცოცხლე და ჯანმრთელობა სახელმწიფოს უპირველესი საზრუნავია. ვაფრთხილებთ საქართველოს მთავრობას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, სხვა სახელისუფლო უწყებებს მაქსიმალურად უზრუნველონ უსაფრთხოების ზომების გამკაცრება და დაცვა საარჩევნო პერიოდში“,- აცხადებს გია ჟორჟოლიანი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს