სერგი კაპანაძე - ეს არის ჩაფლავებული მთავრობის კრიზის მენეჯმენტი

ოპოზიცია ვირუსის მხარეს არისო, რომ გვიყიჟინებდა სამთავრობო პროპაგანდა, ეს ხომ გვახსოვს? ახლა 919-ის შემთხვევაში რა ხდება? - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ „ეს არის ჩაფლავებული მთავრობის კრიზის მენეჯმენტი“.

მანვე აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი არჩევნებს ელოდება, რომ კორონამ უშველოს და ხალხი არჩევნებზე არ მივიდეს.

„919 ახალი შემთხვევა. 25-ზე რომ კარანტინი გამოცხადდა, მანქანებში წინ ჯდომა აიკრძალა, ქუჩებს რეცხავდნენ ისტერიულად, ონლაინ ვაჭრობა აიკრძალა, სკოლები და უნივერსიტეტები დაიკეტა, ყველა ფრენა გაუქმდა, კომენდანტის საათი დაწესდა, ჯარი რომ სიცხეს ზომავდა და ავტობუსები და მარშუტკები აიკრძალა... ოპოზიცია ვირუსის მხარეს არისო, რომ გვიყიჟინებდა სამთავრობო პროპაგანდა, ეს ხომ გვახსოვს? ახლა 919-ის შემთხვევაში რა ხდება? ზემოთ ჩამოთვლილთაგან, რამე? გარდა ისევე ყიჟინისა ოპოზიციის წინააღმდეგ, რომ გარეჯი გავყიდეთ. ის ხდება, რომ უბრალოდ არჩევნებს ელოდებიან, იქნებ კორონამ უშველოს და ხალხი არ მივიდეს და გაძვრნენ? და მერე რა ხდება? ერთი წამით დავფიქრდეთ, მერე რა უბედურება დაიწყება, ეს რომ მართლა ასე მოხდეს. დავფიქრდეთ მერე ლარს რა მოუვა, ეკონომიკა როგორ კიდევ უფრო დაგვექცევა, ვალები რომ ავიღეთ მილიარდობით და ლარის გამყარებაში ჩავაქციეთ და ლარი მაინც გაიქცა, ამ ფულს როგორ გადავიხდით? დავფიქრდეთ, რომ 2021-ის ბიუჯეტში კორონას წინააღმდეგ საბრძოლველად 0 ლარი ჩადეს. დავფიქრდეთ... ახლა, როგორც არასდროს გვმართებს დაფიქრება. ჩაფლავებული მთავრობის კრიზის მენეჯმენტი! კარგად ჩანს, ვინ არის კორონას მხარეს და ვის უხარია ახლა ეპიდემიური მდგომარეობის გამწვავება. ყველაფერი მეორეხარისხოვანია, ოღონდ ბელადმა ძალაუფლება შეინარჩუნოს,“ - აცხადებს კაპანაძე.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის