ჯანდაცვის მინისტრი - პაციენტს ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ ბრიგადას დაელოდოს, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება

ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ საქართველომ მინიმუმ 10 000 საწოლფონდამდე შეძლოს გადაფარვა მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში, მაგრამ, მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, საწოლფონდთან ერთად საჭიროა მაღალკვალიფიციური კადრიც.

„ჩვენ გვაქვს გათვლა, რომ საქართველომ მინიმუმ 10 000 საწოლფონდამდე შეძლოს გადაფარვა მხოლოდ საავადმყოფოს ნაწილში, მაგრამ, მნიშვნელოვანია გავითვალიწინოთ ჩვენი ადამიანური რესურსი. ჩვენ გვყავს და გვესაჭიროება მაღალკვალიფიციური კადრი, რომელთა რაოდენობაც არა ხარისხობრივ, არამედ მათი ლიცენზიების კუთხით შეზღუდულია. ჩვენ გვესაჭიროება არამარტო საწოლ ფონდი, არამედ უნდა გავითვალისწინოთ რა შესაძლებლობა აქვს საქართველოს თავისი ექიმების კუთხით, რომ შეძლოს პაციენტების მართვა. მნიშვნელოვანია რომ ერთდროულად საავადმყოფოში და სასტუმროებში გვყავდეს ზომიერად გაზრდილი პაციენტების რიცხვი“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ინფიცირებულ პაციენტებს ხშირ შემთხვევაში უწევთ ლოდინი შესაბამისი მომსახურების მიღებისთვის.

„ლოდინის რეჟიმი არამხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის, არამედ არცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისთვის არახალია, რაც ნიშნავს იმას, რომ პაციენტს, რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში უწევს, რომ დაელოდოს ბრიგადას, იმისთვის რომ გაეწიოს შესაბამისი მომსახურება, მაგრამ დაგვიანებული 4-6 საათი არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმდება ან მას რომელიმე საავადმყოფო, თუნდაც სასტუმრო ვერ მიიღებს. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ ჩართულები, ვცდილობთ ვუზრუნველყოთ პაციენტების მაქსიმალურად დროული გადაყვანა საჭირო ლოკაციაში“,-განაცხდა ტიკარაძემ.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ