გია ვოლსკი - არჩევნები პოლიტიკური აქციაა, როცა რეგულირება გაცილებით უფრო ადვილია და ეს პროცესი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს

არჩევნები პოლიტიკური აქციაა, როცა რეგულირება გაცილებით უფრო ადვილია და რა თქმა უნდა, ეს პროცესი საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, - ასე უპასუხა “ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ კოვიდ 19-ის გავრცელების ფონზე, საპარლამენტო არჩევნების შესაძლო გადადების თაობაზე დასმულ კითხვას.

“ჩვენი ოპტიმიზმი აქედან გამომდინარეობს. საოცრება არის ის, რომ ჩვენი ოპონენტები აცხადებდნენ, რომ თითქოს შემთხვევათა რაოდენობა განგებ იბერებოდა. ახლა აცხადებენ, რომ შემთხვევები იმალება. პოლიტიკური სარგებელი ამ რთული გამოწვევისგან ვერავინ ვერ მიიღო“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.

მან ისიც დასძინა, რომ როგორი რეგულაციებიც არ უნდა დაწესდეს, თუკი საზოგადოებამ არ გაითავისა ის დიდი საფრთხე, რაც ქვეყანას და ზოგადად, მსოფლიოს ემუქრება, პანდემიის გავრცელებას ვერაფერი შეაკავებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა