რატი იონათამიშვილი დავით გარეჯის საკითხზე - სააკაშვილი იყო გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები პირი, ცხადია, ეს დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს

ფაქტობრივად სააკაშვილი იყო გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები პირი, მითუმეტეს, ასეთ საკითხებზე, ამიტომ ცხადია, ეს დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, შეიძლება თუ არა საზღვრის დელიმიტაცია - დემარკაციის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა გამოიკვეთოს.

მისი თქმით, პერსონალიებზე გამოძიება ისაუბრებს, თუმცა, კითხვები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ დავით-გარეჯის საკითხი განხილული იყო უშიშროების საბჭოზე.

„როდესაც ცნობილი ხდება, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე, თუ არ ვცდები 2005 წელს, არის გაჟღერებული პოზიცია, რომ დავით გარეჯი ნებისმიერ შემთხვევაში აღმოჩნდება სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე და ამას ეთანხმებიან შეხვედრის მონაწილეები და პირველ რიგში მაშინდელი პრეზიდენტი, ცხადია, ყველას გვახსოვს, როგორი ვერტიკალი იყო მაშინ გადაწყვეტიულების მიღების და ფაქტობრივად სააკაშვილი იყო გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები პირი, მითუმეტეს, ასეთ საკითხებზე, ცხადია ეს დამატებით კითხვის ნიშნებს ბადებს, რაზეც აუცილებელია, რომ ჩვენ მოვისმინოთ პასუხები, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ პერსონალიებს, ცხადია, ამაზე უკვე მტკიცებულებათა ერთობლიობით და სტანდარტით პასუხი გამოძიებამ უნდა გვითხრას“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

მან ასევე უპასუხა ოპონენტების ბრალდებებს, რომ აღნიშნულ საქმეს ხელისუფლება წინასაარჩევნოდ იყენებს.

„ამ საქმის ირგვლივ კითხვის ნიშნები არ არსებობს, ყველაფერი არის ცხადი, უბრალოდ გაკვირვებული ვარ, რად უნდა გიღირდეს, რომ ეს სიცრუისა და აგრესიის მანქანა მუშაობდეს იმისთვის, რომ დავით გარეჯისა და ქართული მიწების გადაცემა გაასაღოს როგორც სიქველე, ხოლო გარეჯის დაცვა და დაბრუნება მონათლოს ღალატად. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ სახელმწიფო ინტერესები გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგი, პოლიტიკური პროცესები და თუნდაც, არჩევნები,“- განაცხადა იონათამიშვილმა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს