კორონავირუსის მართვის პროცესში რეზიდენტების ჩართვა იგეგმება

ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევათა მზარდი რაოდენობის ფონზე, პროცესში რეზიდენტების ჩართვა იგეგმება, რომლებიც აქტიურად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას და რიგ შემთხვევაში, ეს საქმიანობა თავიანთ კურსში ჩაეთვლებათ.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, კორონავირუსის მართვის პროცესში ჩაერთვებიან ის რეზიდენტები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან და ამ მიმართულებით გარკვეულ კურსებს გადიან.

„ამ პროცესში აქტიურად მოიაზრება რეზიდენტების და ასევე, მაღალი კურსის სტუდენტების ჩართვა, რომლებსაც შეუძლიათ, დისტანციურ, ონლაინ სერვისებში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ასეთი პრაქტიკა უკვე გამოვიყენეთ, როდესაც თავიდან დაიწყო ონლაინ კლინიკების ფუნქციონირება. ამ პროცესში თავიდანვე გვყავდა ჩართული მაღალი კურსის სტუდენტები. მიმდინარე კოვიდ დადასტურებული შემთხვევების დისტანციურ მართვაშიც გათვალისწინებულია რეზიდენტების ჩართვა, რომლებიც აქტიურად მიიღებენ პროცესში მონაწილეობას და რიგ შემთხვევაში, ეს თავიანთი რეზიდენტურის კურსში ჩაეთვლებათ. ესენი არიან რეზიდენტები, რომლებიც პრაქტიკულ საქმიანობას ეწევიან და ამ მიმართულებით გარკვეულ კურსებს გადიან. ეს საკითხი კიდევ უფრო დაიხვეწება და უახლოეს დღეებში გაჟღერდება“,-აღნიშნავს ადამია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ