ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კონკრეტულ რეგიონში მედიკოსების დეფიციტის შემთხვევაში, შესაბამისი ბრიგადა იქნება მივლენილი

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის პროგრამების სამმართველოს უფროსის, ეკა ადამიას განცხადებით, კორონავირუსის მართვის კუთხით, ამჟამად საქართველოში სამედიცინო პერსონალის დეფიციტი არ არის.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ნებისმიერ კლინიკას შეუძლია კორონავირუსის მკურნალობაში გამოცდილი სპეციალისტი მიიწვიოს და მისი რესურსი გამოიყენოს.

ამასთან, როგორც ადამია აღნიშნავს, რეანიმატოლოგების და კლინიკური მართვის ქვეჯგუფები, ბრიგადების სახით შესაძლოა მივლინებული იყვნენ კონკრეტულ რეგიონში, თუკი სადმე მედიკოსების დეფიციტი იქნება.

„საქართველოში სამედიცინო პერსონალის ნაკლებობა ნამდვილად არ არის. გარკვეულ ადგილებზე შესაძლოა, წერტილოვანი დეფიციტი შეიქმნა, მაგალითად, რეგიონში შესაძლოა არ იყოს შესაბამისი ხარისხის სპეციალისტი. ჩვენ მიმდინარე პრობლემების აღმოსაფხვრელად სხვადასხვა მექანიზმი შევქმენით. გვაქვს კონსულტირების მექანიზმი, რაც იმას გულისხმობს, რომ ნებისმიერ კლინიკას შეუძლია კორონავირუსის მკურნალობაში გამოცდილი სპეციალისტი მიიწვიოს და მისი რესურსი გამოიყენოს. შესაბამისად, ეს ანაზღაურებული იქნება. ასევე, ჩვენ რეანიმატოლოგების და კლინიკური მართვის ჯგუფი გვაქვს. ამ ჯგუფებიდან შექმნილი ქვეჯგუფები, ბრიგადების სახით შესაძლოა მივლინებული იყვნენ კონკრეტულ რეგიონში, თუკი სადმე დეფიციტი იქნება. ეს მექანიზმიც ამ ეტაპზე უკვე ამოქმედებულია“, - აცხადებს ადამია.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ