„ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 16 ოქტომბერს 12:00-დან 14:00 საათამდე მომხმარებლებს სოფლებში: მამკოდა, გლდანი, ლელუბანი, მშრალხევი, ნადიკვრები, ვეჯინი და ხოდაბუნები ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდებათ.
11:00საათიდან 15:00 საათამდე დენის მიწოდება შეუწყდება: მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, ხიდისყური, ძველი ქანდა, ქანდა, მუხრანი, ქსანი, პატარა ქანდასა და აღაიანის აბონენტებს. 10:30-სან 18:30 საათამდე ელექტროენერგია გაეთიშებათ: გუდაურში, ქუმლისციხეში, დარიალში, სოფლებში ჯაღმიანი, სეთურნი, ზემო მლეთასა და ზაქათკარის აბონენტებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნავენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.