თამარ გაბუნია - კონტაქტების ყოველდღიური მონიტორინგისთვის დამატებითი მექანიზმის ამოქმედებას ვგეგმავთ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული პირების კონტაქტების ყოველდღიური მონიტორინგისთვის დამატებითი მექანიზმის ამოქმედება იგეგმება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული მექანიზმი დაახლოებით ორ კვირაში ამოქმედდება.

„კონტაქტების ყოველდღიური მონიტორინგისთვის კიდევ დამატებითი მექანიზმის ამოქმედებას ვგეგმავთ იმიტომ, რომ სიმპტომების კონტროლი მეტად აქტიურად მოხდეს, მაგრამ ეს ალბათ, დაახლოებით 2 კვირაში იქნება. მანამდე, მათი გაფრთხილება მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ დარჩნენ თვითიზოლაციაში და დაუკავშირდნენ 112-ს მაშინვე, თუკი შენიშნავენ სიმპტომებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ