საქართველო - განსხვავებულთა ერთობა -"ლელომ" ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს საკუთარი ხედვა წარუდგინა

საქართველო განსხვავებულთა ერთობა - ამ პათოსით დღეს პარტია “ლელოს” ოფისში პარტიის თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძესა და ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს შორის შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ლელო საქართველოდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სოფიო შამანიდიც ესწრებოდა. მათ ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით პარტიის პროგრამული ხედვა წარადგინეს. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, ასევე ამ საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები.

„დღეს რომ ჩვენ ასეთი საინტერესო ქვეყანა ვართ, ამას ქმნის ჩვენი ისტორიული ფესვები და ერთად ცხოვრება. ნამდვილად უნიკალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ისტორიულად ჩვენი ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება ყოველთვის ჩვენი სიმდიდრე იყო და საქართველო ყოველთვის იდგა ამ სიმდიდრეზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს საკითხი, პირადად მე ვიზრდებოდი ისეთ უბანში, სადაც ბევრი რელიგიისა და კულტურის წარმომადგენელი ვცხოვრობდით ერთად, ეს იყო მართლა დიდი ბედნიერება და სწორედ ამას ჰქვია საქართველო,“- განაცხადა ხაზარაძემ.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფიო შამანიდის განმარტებით, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო. შეხვედრაზე იმსჯელეს პარტიის ხედვაზე და გეგმებზე, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან დაკავშირებით.

„ლელოს“ ოფისში დღეს შევხვდით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს. ჩვენ მათ გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და პროგრამა. ასევე, შევხვდით ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ვინც ამ საკითხზე მუშაობს. ეს იყო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გამოვიტანეთ განსახილველად, მოვისმინეთ მათი შენიშვნები, რეკომენდაციები და უკვე დამუშავებულ ვარიანტს ფართო საზოგადოებას ოფიციალური პროგრამის სახით წარვუდგენთ”, - აღნიშნა შამანიდიმ.

იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2021
ალექსეი გარანი - უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას რუსეთის პრეზიდენტი პუტინი აჩქარებს
გოგა მელიქიძე - საპენსიო სააგენტო კაპიტალის ბაზარზე საგრძნობლად გააქტიურდება
როგორ გავხადოთ თქვენი ქალაქი ჭკვიანი და უსაფრთხო: გადაწყვეტილება Ekin-ისგან ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე
ალექსანდრე ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმში საგამოფენო სეზონი გაიხსნა
"ბარაქამ" აგრომაღაზია და ფერმერთა მომსახურების ცენტრები გახსნა - რას სთავაზობს კომპანია ფერმერებს
"ვოლტი საქართველო" 3 წლის გახდა
"პური გულიანი" ქსელურ განვითარებას იწყებს
TKT.GE-ს ახალი სტრატეგიული მიმართულება - ავიაბილეთები დაემატა
"ვოლტი" უკვე წყნეთშია!