ლია მუხაშავრია - როცა „ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირები ამაყად გვესაუბრებიან ეკონომიკურ წინსვლაზე, მათი განცხადებები მიუნჰაუზენის განცხადებებს ჰგავს

საზოგადოება დაიღალა სამართლიანობის მოთხოვნით. ადამიანებს დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნის აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება აქვთ,-ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ წევრმა ლია მუხაშავრიამ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების განცხადებები მიუნჰაუზენის განცხადებებს ჰგავს.

„საზოგადოება მოითხოვს დაისაჯონ დამნაშავეები. დაისაჯონ სამართლიანად, კანონიერად და პროცედურების ზედმიწევნით დაცვით, იმიტომ, რომ მათგან არცერთი შემდგომში პოლიტპატიმრად არ იქცეს.

ასე, რომ ის ამბავი, თითქოს ოპოზიცია შეთანხმებულია იმ ამბებში, რომ არავინ დაისჯება, გარწმუნებთ არ არის სიმართლე. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, პარტია „დავით ჭიჭინაძე- ტრიბუნა“ სწორედ ამისთვის იბრძვის.

პირადად მე, დიდი ხანია რეგიონში ვცხოვრობ და ზუსტად ვიცი, ვხედავ იმ გაჭირვებას, როგორშიც ადამიანები განსაკუთრებით რეგიონებში ცხოვრობენ. ამიტომ, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლების პირველი პირები ასე ამაყად გვესაუბრებიან სტაბილურობაზე და ეკონომიკურ წინსვლაზე, მათი განცხადებები მიუნჰაუზენის განცხადებებს უფრო ჰგავს, ვიდრე რეალობას.

ამიტომაც აქვთ მათ საზოგადოებასთან, თავისუფალ მედიასთან შეხვედრის შიში და მხოლოდ უზარმაზარი საარჩევნო ბილბორდებიდან გვიმზერენ მდუმარედ და გაყინული ღიმილით“,- აცხადებს ლია მუხაშავრია.

აღნიშნულ ინფორმაციას პოლიტიკური მოძრაობა „ დავით ჭიჭინაძე - ტრიბუნას“ პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა