ლადო მირიანაშვილის განცხადებით, კომისიას ორიგინალი 200 000-იანი რუკა მოპოვებული ჰქონდა, თუმცა, ეს რუკა იყო დაუმოწმებელი და შესაძლოა, აზერბაიჯანულ მხარეს მის მიღებაზე უარი ეთქვა

ისტორიკოს ლადო მირიანაშვილის განცხადებით, კომისიას ორიგინალი 200 000-იანი რუკა მოპოვებული ჰქონდა, თუმცა, ეს რუკა იყო დაუმოწმებელი და შესაძლოა, აზერბაიჯანულ მხარეს მის მიღებაზე უარი ეთქვა. როგორც მირიანაშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ აცხადებს, ახლა უკვე არსებობს ოფიციალური დამოწმებული დოკუმენტი, 200 000- იანი ორიგინალი და დამოწმებული რუკა, რაც ქართულ მხარეს ძალიან წაადგება.

„რატომღაც კომისიას ედავებოდნენ, რომ თითქოს ეს რუკა დამალული იყო და არ ჩანდა, კომისიას ეს 200 000 - იანი ორიგინალი რუკა სასაზღვრო დეპარტამენტიდან მოპოვებული ჰქონდა, მაგრამ ეს ორიგინალი იყო დაუმოწმებელი. ახლა ის რუკა, რომელიც ჩამოვიდა, არის უკვე ოფიციალურად დამოწმებული - სხვა რუკა კი არ არის, არის აბსოლუტურად იგივე, მაგრამ იმისგან განსხვავებით, ამას აქვს ბეჭდები, ხელმოწერები. შესაბამისად, თუ აზერბაიჯანულ მხარეს ადრე რუკის მიღებაზე შეეძლო კატეგორიული უარი ეთქვა - ხომ შეიძლებოდა ეთქვა, იქნებ ეს რუკა თქვენ დაბეჭდეთ, რა ვიცი? ახლა არსებობს უკვე ოფიციალური იურიდიული დოკუმენტი, რომელიც ჩვენ ძალიან წაგვადგება. ოღონდ მარტო რუკა საქმეს არ წყვეტს, აუცილებელია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება, საჭიროა ძალიან კარგი დიპლომატიური მუშაობა და მეორე მხარის მზაობა,“- განაცხადა მირიანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს