გიორგი გახარია - უნდა გავუძლოთ ღირსეულად ნებისმიერ პროვოკაციას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ

ახალგაზრდებს არ უნდა უწევდეთ სადმე წასვლა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, ახალი თაობა ნორმალურ, კომფორტულ და რაც მთავარია, ისეთ გარემოში იღებდნენ განათლებას, რომ მათ შეეძლოთ სხვა ქვეყნის შვილებისთვის სერიოზული კონკურენციის გაწევა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჩოხატაურში „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ვასილ ჩიგოგიძის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას აქვს კონკრეტული 4-წლიანი გეგმა, სად, რა უნდა გაკეთდეს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქვეყანა წესრიგში მოვიდეს და მოსახლეობამ ისეთივე კომფორტულ გარემოში იცხოვროს, როგორც ევროპაში.

„ჩვენ უკან არ ვიყურებით, ჩვენთვის მთავარია ის გეგმა, რომელიც უნდა განვახორციელოთ მომავალი 4 წლის განმავლობაში. ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად. დღეს საქართველოს მთავრობას მომავალი 4 წლისთვის აქვს კონკრეტული გეგმა თუ სად, რომელ სოფელში, რომელ ქალაქში რა არის გასაკეთებელი.

ყველაფერი ჩვენ გეგმის მიხედვით, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა მოვიყვანოთ ელემენტარულ წესიგში ისე, როგორც ნორმალურ, კომფორტულ გარემოში ცხოვრობენ ევროპაში. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენს ახალგაზრდებს არ უწევდეთ სადმე წასვლა, არ უნდა იყოს დიდი სხვაობა, სად ცხოვრობს ადამიანი. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი შვილები, ჩვენი ახალი თაობა ნორმალურ, კომფორტულ და რაც მთავარია, ისეთ გარემოში იღებდნენ განათლებას, რომ მათ შეეძლოთ სხვა ქვეყნის შვილებთან სერიოზული კონკურენციის გაწევა,“- განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, დღევანდელი ხელისუფლების ყურადღების ცენტრი ყოველთვის იქნება ადამიანი და ადამიანზე ზრუნვა ყოველთვის იყო მმართველი გუნდის პრიორიტეტი. ამასთანავე პრემიერმა აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც მმართველ ძალას საზოგადოების მსგავსი მხარდაჭერა აქვს, ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომ გამარჯვება რისკის ქვეშ არ დადგეს.

„ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც ჩვენ გავაგრძელებთ ამ პანდემიასთან ბრძოლასაც და შემდეგი 4 წლის განმავლობაში მუშაობასაც, მაგრამ ეს ყველაფერი ჩვენ უნდა გავაკეთოთ ერთად და ამისთვის, ჩვენ გვჭირდება სამართლიანი და ღირსეული გამარჯვება 31 ოქტომბერს. უნდა გავუძლოთ ღირსეულად ნებისმიერ პროვოკაციას, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდ გარემოში, ღირსეულად, სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვოთ,“- განაცხადა გახარიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა