არჩილ თალაკვაძე - საქართველოს დღეს აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, ევროპული ოჯახისკენ

2012 წლიდან დღემდე ჩვენ გავატარეთ არაერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ გაიუმჯობესა პირველ რიგში ნდობა საკუთარ მოქალაქეებთან, რომელიც იყო დაკარგული,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ გურიაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა. თალაკვაძის განაცხადებით, მაშინ როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლება ჩაიბარა, მოქალაქეები სახელმწიფოს აღარ ენდობოდნენ და ერთი წლის განმავლობაში ევროსასამართლოში სახელმწიფოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეების 5 ათასზე მეტი საჩივარი შედიოდა, რაც თალაკვაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში 8-ჯერ შემცირდა.

„ეს იყო მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ ჩავიბარეთ, დღეს ეს რიცხვი 8-ჯერ არის შემცირებული და ამ საქმეებში ჯერ კიდევ რჩება მნიშვნელოვანი წვლილი იმ საქმეებისა და დარღვევების, რომელიც წინა ხელისუფლების დროს იყო მომხდარი და დღემდე ევროსასამართლო განაგრძობს ამ საქმეების განხილვას. ამას მხოლოდ იმისთვის გიყვებით, რომ მოკლე ნიშნული დავსვათ, რა ჩავიბარეთ, საიდან დავიწყეთ, რა გავაკეთეთ ჩვენ და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში. ჩვენი პირველი და მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანაში ადამიანებს დაბრუნებოდათ საკუთარი სამოქალაქო უფლებები, ხელისუფლება, სახელმწიფო ინსტიტუტები და თვითონ სახელმწიფო და ის ჩამდგარიყო ისევ ადამიანების სამსახურში. ჩვენ ეს შევძელით ერთად“, - განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძის თქმით, დღეს საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევანის წინ დგას, რომლითაც მოსახლეობასაც და მეგობრებსაც უნდა დაანახოს, რომ ქვეყანაში დემოკრატია ვითარდება.

„საქართველოს დღეს აქვს ისტორიული მომენტი, გადადგას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი დემოკრატიის გაძლიერებისკენ, ევროპული ოჯახისკენ, გადადგას ნაბიჯი ევროატლანტიკურ ურთიერთობებში და თავის მოქალაქეებთან ერთად მეგობრებსაც დაანახოს, რომ ჩვენი დემოკრატია ძლიერდება და ეს დემოკრატია არ არის ცალკე აღებული ცნება, ეს არის მეტი უსაფრთხოება, მეტი უსაფრთხოება არის მეტი ეკონომიკა, მეტი სანდოობა და მეტი ინვესტიცია,“- განაცხადა თალაკვაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს