ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების მსვლელობა და აქცია იმართება

ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები ქუჩებში მსვლელობას აწყობენ და ბულვარში კოლონადებთან მიემართებიან, სადაც აქცია მიმდინარეობს.

როგორც პარტიაში განაცხადეს, ეს არის წინასაარჩევნო შეხვედრა მათ ამომრჩეველთან, რათა ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა წარუდგინონ.

ბათუმში მოსახლეობას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეხვდებიან და სიტყვით მიმართავენ.

დღევანდელ ღონისძიებას აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ვერ დაესწრება. მან განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

„ბოდიში მინდა მოგიხადოთ, რადგან ოჯახური მწუხარების - მამის გარდაცვალების გამო ფიზიკურად თქვენთან ვერ ვიმყოფები. თუმცა თქვენთან ერთად დავძლევთ სიდუხჭირეს და შევქმნით ძლიერი სახელმწიფოს მყარ საფუძველს - მდიდარ ოჯახს. ჩვენ გავიმარჯვებთ ისე, რომ არცერთი მოქალაქე დამარცხებულად თავს არ იგრძნობს" ,- ნათქვამია ვარშალომიძის განცხადებაში.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს