გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა დღეიდან დაიწყება

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი გორის რაიონულ სასამართლოში დღეს, 19 ოქტომბერს იწყება.

სხდომა სასამართლოში 15:00 საათზეა დანიშნული.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების სიის დამტკიცება მოხდება. საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის სურვილი და თანხმობა სამმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა გამოთქვეს.

ცნობისთვის, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ეპიზოდზე ბრალდებულებიდან არჩილ გაგნიძის, ნიკოლოზ რევაზიშვილისა და ვახტანგ ჩიქოვანის საქმეს განიხილავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა