ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჯილიან სტირკი - ვიტყოდი, რომ არსებობს პოლარიზაციის გარკვეული ხარისხი

ვიტყოდი, რომ არსებობს პოლარიზაციის გარკვეული ხარისხი, განსაკუთრებით, ეს მედიაშიც შევნიშნეთ, - ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ჯილიან სტირკმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მან უპასუხა კითხვაზე, მთავრობის, ოპოზიციის, საელჩოების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე რა არის ძირითადი შეშფოთების საგანი და რამდენად პოლარიზებულია მათი შეხედულებები.

„ვიტყოდი, რომ არსებობს პოლარიზაციის გარკვეული ხარისხი, განსაკუთრებით, ეს მედიაშიც შევნიშნეთ. საუბრებში გვესმის მაგალითად, დაშინების ბრალდებების შესახებ; ხმების მოსყიდვაზე; გამჭვირვალობის არარსებობის შესახებ სხვადასხვა პარტიების მხრიდან. ჩვენი როლის ნაწილია ამ საკითხების განხილვა და მტკიცებულებების შეგროვება. ჩვენ მიერ შესრულებული სამუშაო ფაქტებზე დაფუძნებულია, ამიტომ ჩვენი გრძელვადიანი დამკვირვებლების შრომა, რომლებიც რეგიონებში იმყოფებიან, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისინი დეტალურ ინფორმაციას გვაწვდიან იმის შესახებ, თუ რას ხედავენ ადგილზე, ეს კი ხელს უწყობს ჩვენს ინფორმირებას ანგარიშის შედგენის პროცესში, ამასთანავე, გვეხმარება იმ რეკომენდაციებისთვის ინფორმირებაში, რაც შეიძლება გავაკეთოთ“, - აღნიშნა სტირკმა.

მან ასევე ყველა დაინტერესებულ პირს მოუწოდა დემოკრატიისთვის ხელშემწყობი მოქმედებებისკენ და ისაუბრა არჩევნების მნიშვნელობაზე.

„ყველა ჩართულ პირს შევახსენებდი, რომ საქმე პროცესის მთლიანობას, ინტეგრაციას ეხება. სწორედ პროცესის მთლიანობა დევს სასწორზე. ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ ისეთი ქცევისკენ, რომელიც დემოკრატიულ პროცესზე დადებით წვლილს შეიტანს“, - განაცხადა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპარლამენტო არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა