ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, თვითიზოლაციის საჭიროების შემთხვევაში, მოქალაქეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გადაეცემა.

კითხვაზე, რომ ხშირია შემთხვევები, როცა საჯარო სამსახურში დასაქმებულ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს ხელფასი სრულად არ ერიცხებათ და როგორ უნდა იყოს ეს რეგულირებული, მინისტრი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში მოქალაქეს თვითიზოლაცია საპატიო მიზეზად ეთვლება.

„თვითიზოლაციის კომპონენტი არახალია და ჩვენ გავცემთ დამადასტურებელ დოკუმენტაციას, რომ ამ ადამიანს ეკუთვნოდა თვითიზოლაცია და შესაბამისად ეს ჩაეთვლება მას საპატიო მიზეზად“, - განაცხადა ტიკარაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა