ამირან გამყრელიძე - ინფიცირების მაჩვენებლით, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ

ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობის ინტენსიური ზრდის მიუხედავად, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა ისეთი დიდი არ არის, როგორც ევროპის მთელ რიგ ქვეყნებშია, - აღნიშნული განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა.

გამყრელიძის შეფასებით, იმის მიუხედავად, რომ ეპიდსიტუაციის მხრივ ქვეყანაში სიტუაცია სერიოზულად რთულდება, „ჯერჯერობით ყველაფერი მართვადია“.

„მილიონ მოსახლეზე გადათვლით, ჯერჯერობთ ქვემო პოზიციაზე ვართ. ბოლო ორი კვირის ინციდენტობით ანუ 100 ათას მოსახლეზე, ევროპის ქვეყნებს შორის შუაში ვართ. ტესტირების მონაცემების მიხედვით, მილიონზე ჩვენ გვაქვს 213 ათასი PCR ტესტი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა