ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები დღეიდან დაიწყო

ყოფილი იპოდრომის ტეროტორიაზე ცენტრალური პარკის მოსაწყობად სამუშაოები დღეიდან დაიწყო. თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ პროექტი 2 წელიწადში დასრულდება.

„ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დღეს დაიწყო. აქ მოეწყობა ცენტრალური პარკი, რომელიც ქალაქისთვის ფონდი „ქართუს“ საჩუქარია. ძალიან მიხარია, რომ ასეთი მნიშვნელობის პროექტი ხორციელდება. კიდევ ერთი ძალიან დიდი რეკრეაციული სივრცე გაჩნდება ქალაქში, სადაც იქნება დასასვენებელი ადგილი, ადგილი ყველა თაობის ადამიანისთვის, რომ მოვიდნენ, გაერთონ, დაისვენონ. სამუშაოები ეტაპობრივად ხორციელდება, ჩაკეტვა არ მოხდება, რადგან დღეს ამ ტერიტორიით ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს.

როდესაც სამუშაოები დასრულდება ძალიან მაგარი პროექტი იქნება. რამდენიმე ათეული მილიონი ჯდება. ვულოცავ თბილისს, სამუშაოები დღეს დაიწყო და პროექტის დასრულებას დაახლოებით 2 წელი დასჭირდება“,-განაცხადა კალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა