იაპონია აცხადებს, რომ ოლიმპიური თამაშების დასაცავად ქვეყანა კიბერშეტევის საწინააღმდეგო ზომებს გამოიყენებს

იაპონიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა კაცუნობუ კატომ განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშების წარმატებულად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით ქვეყანა კიბერშეტევის საწინააღმდეგო ზომებს განახორციელებს.

მისივე თქმით, იაპონია, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მჭიდრო კავშირშია შეერთებულ შტატებსა და გაერთიანებულ სამეფოსთან და მიმდინარეობს საჭირო ინფორმაციის შეგროვება და გაანალიზება.

შეგახსენებთ, გუშინ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო სადაზერვო სამსახურის ორგანიზატორობით მავნე კიბერშეტევების სერია განხორციელდა, რომლის ერთ-ერთი მიზანი ტოკიოს ოლიმპიადის და პარაოლიმპიადის ჩაშლა იყო.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა