ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ხუთი წესი დაიცვან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რეკომენდაციით მიმართავს ყველა პოლიტიკოსს, რომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით არსებული ხუთი წესი დაიცვან. აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტებს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა.

„რამდენჯერმე მოვუწოდე პოლიტიკოსებს მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან ახლა, ძალიან შორს ვარ. ქვეყანა არის წინასაარჩევნო პოლიტიკურ პროცესში. მესმის, ამ დროს აუცილებელია წინასაარჩევნო აგიტაცია, შეხვედრები და ა.შ. მაგრამ ყველასთვის, როგორც თქვენთვის, ჩემთვის, აუცილებელია დაიცვას ქვეყანაში დადგენილი წესები.

ყველა პოლიტიკოსისთვის აუცილებელია დაიცვას ხუთი წესი. ამ რეკომენდაციაზე ჩვენ ვსაუბრობთ ათი თვეა და ესენია: პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა, დიდ თავშეყრებზე თავის არიდება, ყველა ღონისძიების, სადაც ეს არის შესაძლებელი, გარეთ ჩატარება და ხელების ხშირი დაბანა. ეს არის დღეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული რეკომენდაციები, რომელიც „რემდესივირზე“ და კიდევ სხვა მედიკამენტებზე მეტად იცავს მილიონობით ადამიანის სიცოცხლეს“, - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა